Wednesday, April 25, 2012

ბრიტანეთის დედოფალი

ბრიტანეთი

ფეხბურთი

Welcome to Coventry

ბრიტანეთი

ვიდეოები ბრიტანეთზე

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო (ან გაერთიანებული სამეფოდიდი ბრიტანეთი) — სახელმწიფო დასავლეთ ევროპაშიბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს -ირლანდია. სახმელეთო საზღვრების გარდა, დიდი ბრიტანეთი გარშემორტყმულია ატლანტის ოკეანითჩრდილოეთის ზღვითლა-მანშის სრუტითა და ირლანდიის ზღვით. ქვეყანა საფრანგეთს უკავშირდება ევროგვირაბით.









2.გაერთიანებული სამეფო მდებარეობს დასავლეთ ევროპაშიბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს - ირლანდიაXX საუკუნის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ქვეყნის გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ. რელიეფი ჩრდილოეთით და დასავლეთით მთიანიაევროკავშირის მასშტაბით სამეფო ენერგეტიკული რესირსებით უმდიდრესი ქვეყანაა. გამოირჩევა წყალუხვი ჰიდროგრაფიული ქსელი, კლიმატი ძირითადად ყალიბდება ატლანტის ოკეანის გავლენით. დასავლეთი რაიონები ტენიანობით გამოირჩევა. უდიდესი ყურადღება ექცევა ბუნების დაცვას. მოქმედებს 15 ეროვნული პარკი. ბენ-ნევისი 1343 მ. სიმაღლით სამეფოს უმაღლესი მწვერვალია.
გაერთიანებული სამეფოს ფართობი დაახლ. 245,000 კვ. კმ-ია. იგი მდებარეობს ჩრდილო ატლანტიკურ ოკეანესა და ჩრდილოეთის ზღვაშ შორის და გამოყოფილია საფრანგეთისაგანლა-მანშის სრუტით.








3. 61,1 მილიონიანი მოსახლეობით (2009 წლის აღწერით), სამეფო მესამე ქვეყანაა ევროკავშირში. ძირითადი მკვიდრნი არიანინგლისელები (81,5%), შოტლანდიელები (9,6%), ირლანდიელები (2,4%), უელსელები (1,9%) და ჩრდილოეთ ირლანდიელები (1,8%). აქ ცხოვრობს ასევე 4 მლნ-ზე მეტი უცხოელი, რომლებიც ძირითადად ჩამოვიდნენ თანამეგობრობის ქვეყნებიდან. გაერთიანებული სამეფო ურბანიზაციის სამაგალითო ქვეყანაა. მოსახლეობის 91% ცხოვრობს ქალაქში. მრავალფეროვანია მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობა.






4. გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება ლიბერალიზმის, საბაზრო ეკონომიკისა და დაბალი გადასახადების პრინციპებს. ის ითვლება წინაპრად ე.წ. ანგლოსაქსური კაპიტალიზმისა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის 1%-ს შეადგენს, გაერთიანებული სამეფო მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ვაჭრობის მხრივ, ხოლო მისი მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოში სიდიდით მეექვსე, ხოლო ევროპაში მესამეა გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ.[1]
ეკონომიკის უდიდესი დარგია მომსახურების სფერო, რაშიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს საბანკო-საფინანსო ბიზნესი და ტურიზმი. ენერგეტიკული შესაძლებლობებით უძლიერესია ევროკავშირში. ქვეყანა მანქანათმშენებლობის სამშობლოა. სამრეწველო საწარმოები აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით. შრობის ნაყოფიერება[2] ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში. გამოირჩევა ქიმიური, ფარმაცევტული და ბიოტექნიკური ინდუსტრია. მნიშვნელოვანია ასევე ელექტრონიკა დათვითმფრინავთმშენებლობა. აგრობიზნესი ერთი-ერთი ყველაზე მაღალპროდუქტიულია მსოფლიოში.





5.ბრიტანეთის კულტურული მრავალფეროვნება განპირობებულია როგორც რეგიონალური თავისებურებებით, ასევე ბრიტანეთის იმპერიის მემკვიდრეობით. ბრიტანული ლიტერატურის სახეებია ინგლისელი შექსპირი, შოტლანდიელი რობერტ ბერნსი, უელსელიდილან თომასი, ჩრდილოეთირლანდიელი შეიმან ჰინი. 60-იანი წლებიდან დაწყებული, „ბითლზისა“ და „როლინგ სტოუნზის“პოპულარობის გამო, ბრიტანეთი ახალგაზრდული კულტურის ავანგარდშია. ღირშესანიშნაობანი:

6. მისი სამეფო უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II უინძორი (Queen Elisabeth II, Elizabeth Alexandra Mary Windsor; დ. 21 აპრილი1926ლონდონი) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური, ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს, გვირგვინი დაიდგა 1953 წლის 2 ივნისს. ასევე თანამეგობრობის 15 სახელმწიფოს მეთაური (ავსტრალიაანტიგუა და ბარბუდაბაჰამებიბარბადოსიბელიზიგრენადა,კანადაახალი ზელანდიაპაპუა-ახალი გვინეასენტ-ვინსენტი და გრენადინებისენტ-კიტსი და ნევისისენტ-ლუსიასოლომონის კუნძულებიტუვალუიამაიკა),ანგლიკანური ეკლესიის მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი დაკუნძული მენის ლორდი.

წიგნები ბრიტანეთზე